პატიმრობა ნარკოდანაშაულისთვის
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მუსა ვალიევს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა სხდომათა დარბაზში იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინი უკანონოდ შეიძინა და შემდგომში რეალიზაციაც განახორციელა. ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროებაზე, რის გამოც მოსამართლემ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებას არ დაეთანხმა. ბრალდებულმა განმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას პირადად მოიხმარდა.
