მმართველი გუნდის შეფასებები
მმართველი გუნდი ფიქრობს რომ, ოპოზიციასთან შეხვედრებით, კენჭისყრამდე სალომე ზურაბიშვილი თავს იზღვევს. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ საჭირო 100 ხმისთვის პარტიებთან კონსულტაციებს არ აპირებენ თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციის ნაწილმა ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. „ქართულ ოცნებას“ არ უკირს, რომ პრეზიდენტის დამცველები ახლა ის პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც ზურაბიშვილს წლების განმავლობაში მოღალატედ მოიხსენიებდნენ.
