პრეზიდენტის კონსულტაციები ოპოზიციასთან
მესამე დღეა საქართველოს პრეზიდენტი, ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციას მასპინძლობს. ორბელიანების სასახლეში მიმდინარე შეხვედრებზე, ერთ-ერთი მთავარი თემა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტია. დღეს პრეზიდენტის სტუმრები, ნიკა მელია და იაგო ხვიჩია იყვნენ, რომლებმაც ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ იმპიჩმენტის პროცესში არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტის გადაყენებას მხარი ოპოზიციის ნაწილმა, ფულის სანაცვლოდ დაუჭიროს. ორივე მათგანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიაიშნა. მათი თქმით, ზურაბიშვილი ამ პროცესს მშვიდად უყურებს.
