სააკაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს
„ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია“,- განცხადებას, მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აკეთებს. მისი თქმით, პირადი წვრილმანი ამბიციები და კინკლაობა ხალხში, გულგრილობას იწვევს. „მთავარია, ადამიანი ქვეყნის ერთგული იყოს და ბრძოლაში გამოიჩინოს თავი“,- აცხადებს ექსპრეზიდენტი. როგორ აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
