დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პარტიის გახლეჩის და ნგრევის გარდა, დღემდე „ნაცმოძრაობის“ მენეჯმენტს არაფერი გაუკეთებია, სადღეგრძელოს სახით ერთობაზე საუბარი არ არის საკმარისი. „როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, პარტიაში დღეს მძიმე ვითარებაა, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მენეჯმენტის მხრიდან შეცდომების აღიარების შემდეგ გამოსწორდეს. რას პასუხობენ, პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
