რთული ვითარება მაროკოში
მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს მიაღწია, დაშავებულია 5 530 ადამიანი. გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ათასობით მაროკოელი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა. სტიქიით დაზარალებული სოფლების ნაწილი ცივილიზაციას მოწყვეტილია და მათთან ჰუმანიტარული დახმარება ვერ აღწევს.
