დაკავება ყაჩაღობის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი. ის წარსულში ნასამართლევია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმის, ერთი-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს იარაღის მუქარით 2 000 ლარი წაართვა. მიმალვის მცდელობისას კი სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.