ოპოზიციის სათადარიგო პლატფორმა
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის პატრონებს სტრატეგიას უწუნებს. პარტიის ლიდერების განცხადებით, ნინო ლომჯარიას შუაშისტად წარმოჩენა მიუთითებს, რომ დაგეგმვაში უსუსურები არიან. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლომჯარია სუსტი პროექტია და ის ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო ნაცია საქართველოში. კახა კალაძემ კი თქვა, რომ ქვეყანაში ბევრი უცხოური გავლენის აგენტია. მამუკა მდინარაძის შეფასებით, დავალებების შემსრულებები შუაშისტები ვერ იქნებიან.
