„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები
„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული კონფერენციები ხობსა და სენაკში გამართა. ხობში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით ბუკია, სენაკში კი ვახტანგ გადელია აირჩიეს. ასევე დაამტკიცეს ბიუროს წევრები. დღესვე კონფერენცია ფოთში გაიმართება.
