თეა ახვლედიანი ანაკლიის ბანაკში ახალგაზრდებს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ანაკლიის ბანაკში იმყოფებოდა. მინისტრმა ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება, ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე გაამახვილა.