საიმპიჩმენტო გამოძიება ბაიდენის წინააღმდეგ
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო მოკვლევა იწყება. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალ რესპუბლიკური პარტია კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრებს გამართვს და უახლეს დასკვნებს წარადგეს. საქმე ეხება ბაიდენების ოჯახის მიერ, რუსი, უკრაინელი და ყაზახი ოლიგარქებისგან 20 მილიონ დოლარზე მეტი ქრთამის აღების შესაძლო ფაქტს.
