კიევი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს მიმართავს
უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცახდებით, პოლონეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის გამო, კიევი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს მიმართავს. დენის შმიგალის თქმით, უკრაინა პოლონელი ხალხის მხარდაჭერას აფასებს და არ სურს, პოლონელ ფერემერებს ზარალი მიაყენოს, თუმცა იძულებული იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას კომპენსაციისთვის მიმართოს. მანამდე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვარშავა არ დაუშვებს ქვეყანა უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს.
