უკრაინამ კიდევ 13 ბავშვი დაიბრუნა
საქველმოქმედო ორგანიზაციის- „გადაარჩინე უკრაინას“ ინფორმაციით, უკრაინამ 13 ბავშვი დაიბრუნა. ბავშვები ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს დროებით ოკუპირებულ ნაწილში იმყოფებოდნენ. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ სულ 176 იძულებით დეპორტირებული ბავშვის დაბრუნება შეძლო.
