სახალხო დამცველის ვიზიტი აშშ-ში
სახალხო დამცველის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. ლევან იოსელიანმა შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში გამართა. ასევე ომბუდსმენი ადამიანის უფლებების დაცვაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ესაუბრა. სახალხო დამცველი ვაშინგტონში დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
