საიმპიჩმენტო გამოძიება ბაიდენის წინააღმდეგ
ჯოზეფ ბაიდენის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ამბობს. პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ 14 სექტემბერს, დილის საათებში რესპუბლიკური პარტია კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრებს გამართვს, სადაც ბაიდენების ოჯახთან დაკავშირებით უახლეს დასკვნებს წარადგენენ. აღნიშნულ შეხვედრებზე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკარტი იტყვის, რომ მათი გამოძიების ლოგიკური გაგრძელება ბაიდენის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიებაა. საქმე ეხება ბაიდენების ოჯახის მიერ, რუსი, უკრაინელი და ყაზახი ოლიგარქებისგან 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ქრთამის აღების შესაძლო ფაქტს. გამოძიების თანახმად, ტრანზაქციებს ბაიდენის ვაჟი, ჰანთერ ბაიდენი იღებდა. რესპუბლიკელები კი დავობენ, რომ სქემასთან ჯო ბაიდენსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა