პოლონეთის უარი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს
პოლონეთი საკუთარ თავს უკრაინული მარცვლეულით წალეკვის უფლებას არ მისცემს. ეს განცხადება ფეისბუქ პოსტით პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და გამოაქვეყნა წინასაარჩევნო ვიდეო-რგოლი, სადაც აღნიშნავს, რომ პოლონელი ფერმერების ინტერესებს აუცილებლად დაიცავს. მატეუშ მორავეცკის განმარტებით, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი უკრაინული პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით, ოფიციალური ვარშავა ამ ექსპორტისთვის საზღვარს არ გახსნის
