პოდოლიაკის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
მორიგი ნეგატიური გზავნილი უკრაინიდან. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინულ მედიასთან ამბობს, რომ საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, ევროკავშირის წევრი გახდეს. ამის მიზეზად ის მმართველ პარტიას ასახელებს, რომელიც მისი თქმით ევროპულ ღირებულებებს მაქსიმალურად დაშორდა და პრორუსული გახდა. გზავნილმა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აღშფოთება გამოიწვია. ამგვარი რიტორიკა, ხელისუფლებას იმის განცადას უჩენს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ გამოხატული მტრული დამოკიდებულება, რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა
