ბორელის გზავნილი
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა და იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლოს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ პოლიტიკურ სპექტრში პოლარიზაციის ორი წყარო არსებობს და ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნებაა“. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ქვეყნის ევროპული მომავალი მათ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციეს
