პოლიტიკური შეფასებები
ანზორ ჩუბინიძის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა ის, რასაც მმართველი პარტია ბოლო დღეების განმავლობაში ამტკიცებდა და რომ პრემიერის გამგზავრებაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა და ის კამპანია რომელიც ოპოზიციამ დაიწყო არის სიცრუეზე დაფუძნებული. ოპოზიცია კი კვლავ პრემიერს აკრიტიკებს და საბიუჯეტო თანხების პირადი მიზანებისთვის გამოყენებაზე საუბრობს
