ჰავაის კუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა
ჰავაის კუნძულზე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა. ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონში განგაშის წითელი სიგნალი აამოქმედა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური იუწყება, ლავის ნაკადი ამჟამად კრატერის ზედაპირზე ვრცელდება. ამ ეტაპზე ვულკანური აქტივობა მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
