სტიქია ჩინეთში
ჩინეთის სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. „როიტერსის“ ინფრომაციით, უხვი ნალექის გამო სტიქიის ზონაში 100-ზე მეტი მეწყერი ჩამოწვა. დაიტბორა დასახლებები და დაზიანდა საავტომობილო გზები. 1500-მდე მოსახლე გარე სამყაროსთან კომუნიკაციას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა რეგიონში 13 ათასზე მეტი ადგილობრიბი მოსახლის ევაკუაცია განახორციელეს
