სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინი-კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე
„თუკი ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღს გადასცემს, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ფხენიანს დამატებითი სანქციები დაუწესოს“ - ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა გააკეთა. მეთიუ მილერმა განმარტა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდება გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის დარღვევად და ომის დაფინანსებად განიხილება. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ კიმ-ჩენ ინი-პუტინის შეხვედრის მთავარი მიზანი, მოსკოვის მიერ ფხენიანისგან საბრძოლო მასალების, განსაკუთრებით კი საარტილერიო ჭურვების მიღებაა
