კიმ ჩენ ინი რუსეთში
რუსულმა მედიამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელი პრიმორიეს მხარეში დააფიქსირა და შესაბამისი კადრები გაავრცელა. კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა, იარაღის გადაცემასთან ერთად შესაძლოა ჰუმანიტარული დახმარებაც იყოს. ჩრდილოეთ კორეა საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტს განიცდის. „ბიბისი“ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინთან შეხვედრისას კიმ ჩენ ინი, იარაღის სანაცვლოდ სწორედ სასისოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების მომარაგებას მოითხოვს. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის ზუსტი ადგილი და დრო ჯერ უცნობია
