ძალოსნობის ფედერაციის განცხადება
საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენი კახი ასანიძე დოპინგ ტესტზე ჩავარდა. კვლევის შედეგად ასანიძის სისხლში აკრძალული ნივთიერება ოსტერინის მინიმალური დოზა აღმოჩნდა. მომხდარს საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ მათ უკვე გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები და დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართეს. იქიდან გამომდინარე, რომ დოზა პიკტოგრამებში მინიმალურია, და ანალოგიური ნივთიერების დაფიქსირება მოხდა სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების სინჯებშიც, საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ეჭვობს, რომ ადგილი მიზანმიმართულ საბოტაჟს აქვს. ძალოსანი კახი ასანიძე და ფედერაცია აწარმოებენ შესაბამის პროცედურებს და მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა შესაბამის უწყებასთან
