ერდოღანისა და ფაშინიანის სატელეფონო საუბარი
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად
