ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს. ბოლო 2 დღის განმავლობაში უკრაინელებმა წინ წაიწიეს კლეშევკისა და ოპიტნოეს მიმართულებით. ოკუპანტები მათ უკიდურესად შეავიწროვეს სოფელ რაბოტინოს სამხრეთ ნაწილშიც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია წარმატებული ოპერაციის შესახებ, რომლის წყალობითაც უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმთან მდებარე „ბოიკოს კოშკურებად“ ცნობილ გაზისა და ნავთობის მომპოვებელ პლატფორმებზე დაიბრუნა კონტროლი
