კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა
კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელი უკვე რუსეთშია. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორეულ აღმოსავლეთში შეხვდება. კიმ ჩენ ინის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამიც იგეგმება. ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ შეხვედრაზე მხარეები რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხის განხილვას გეგმავენ
