სახალხო დამცველის ვიზიტი აშშ-ში
სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ლევან იოსელიანი შეხვედრებს ვაშინგტონში მართავს. შეხვედრები გაიმართება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, მათ შორის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან. დაგეგმილია შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხრეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დირექტორთან. ვიზიტის დასასრულს ლევან იოსელიანი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება
