BRITACOM-ის ფორუმი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში, შექმნილ საგადასახადო ადმინისტრაციათა თანამშრომლობის მექანიზმის - BRITACOM-ის რიგით მეოთხე წლიურ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის პლენარული სესია ფინანსთა მინისტრმა გახსნა. ლაშა ხუციშვილმა, ხაზი გაუსვა სესიის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის. ღონისძიებას სხვადასხვა საგადასახადო ადმინისტრაციის, საერთაშორისო ორგანიზაციის და ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა
