ჯოზეფ ბორელი საქართველოზე
„საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის“ - ეს განცხადება ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა და იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლოს. ჯოზეფ ბორელი საუბრობს 12 პრიორიტეტზე და წერს რომ საქართველოსთვის ევროპულ გზაზე შემდეგი ნაბიჯები, მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული