პრეზიდენტის კონსულტაციები ოპოზიციასთან
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს ხვდება. ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი „ლელოს“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს და ხატია დეკანოიძეს შეხვდა. დეპუტატების განცხადებით, შეხვედრის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტი იყო, შეხვედრის მთავარი თემა კი ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა პრეზიდენტთან საუბარი იმპიჩმენტის საკითხსაც შეეხო. სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის შეხვედრას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა