UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონი
სიდნეიში, UFC 293-ზე ორგანიზაციის საშუალო წონის ახალი ჩემპიონი გამოვლინდა. 32 წლის ამერიკელმა შონ სტრი კლენდმა მოქმედი ჩემპიონი ისრაელ ადესანია მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამერიკელმა UFC-ში გატარებული 9 წლის განმავლობაში 14-ჯერ გაიმარჯვა და 5-ჯერ დამარცხდა, კარიერაში კი პირველად გახდა საშუალო წონის ჩემპიონი. რაც შეეხება ისრაელ ადესანიას, MMA-ში ეს მისთვის მესამე მარცხი იყო. 34 წლის მებრძოლს 24 გამარჯვება აქვს.
