ბრაზილიის პრეზიდენტი: პუტინს არ დავაპატიმრებთ
ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო დეჟანეიროში „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება. „მიმაჩნია, რომ პუტინისთვის ადვილი იქნება ბრაზილიაში ჩამოსვლა. თუ მე ვიქნები პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი ბრაზილიაში ჩამოვა, მას არ დააპატიმრებენ“, - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
