რუსეთი „დიდი ოცეულის“ დეკლარაციით კმაყოფილია
მოსკოვი „დიდი ოცეულის“ მიერ მიღებული დეკლარაციით კმაყოფილია. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ნიუ დელის სამიტი წარმატებით დასრულდა და დასავლეთის ქვეყნებმა მისი დღის წესრიგის უკრაინიზაცია ვერ მოახერხეს. სამიტზე რუსულ მხარეს ლავროვი წარმოადგენდა. კრემლის ლიდერი ნიუ დელის სამიტზე არ ჩასულა.
