ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინა ოკუპანტთა სახმელეთო იერიშებს იგერიებს. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ კუპიანსკის, ლიმანის და ბახმუტის მიმართულებები რჩება, სადაც გასული დღე ღამის განმავლობაში 309-მდე შეტაკება მოხდა. 15-მდე შეტევა მოიგერიეს უკრაინელებმა ავდეევკაში, მარინკასა და შახტერსკში. უკრაინული ძალები კონტრშეტევას განაგრძობენ სამხრეთის ფრონტზე, მელიტოპოლის მიმართულებით. სოფელ რაბოტინოში მათ კიდევ 1,5 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.
