სომხეთი - აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი უარყოფს სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბაქომ ყარაბაღის ე.წ ხელისუფლებასთან გზების ერთდროულად გახსნის შესახებ მიაღწია შეთანხმებას. მისი თქმით, ყარაბაღის რეჟიმი არ დაეთანხმა ბაქოს შეთავაზებას გზების ერთდროულად გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, აზერბაიჯანი შეინარჩუნებს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს ლაჩინის დერეფანზე, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ამასთან, ალიევის მრჩეველმა დაადასტურა, რომ დღეს რუსული ჰუმანიტარული ტვირთი მთიან ყარაბაღში შევა, თუმცა ეს რუსეთისა და აზერბაიჯანის წითელი ჯვრის საზოგადოებების ცალკეული შეთანხმებაა და ორმხრივად გზების გახსნასთან კავშირი არ აქვს. მანამდე სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის „ოფიციალური პირები“ დაეთანხმნენ ბაქოს მოთხოვნას, გაეხსნათ აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა ლაჩინის დერეფნის ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ.
