დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაურკვევლობაა. პარტია ისევ ორადაა გაყოფილი. ხაბეიშვილი-მელიას მხარდამჭერები ფაქტობრივად, ვერცერთ საკითხზე თანხმდებიან. „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე განცხადებები კეთდება ოპოზიციაში და მმართველ გუნდში. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა არ უკვირთ „ქართულ ოცნებაში“. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ პარტიის რღვევა არაფორმალურმა მმართველობამ და არასახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ განაპირობა. ითქვა ისიც, რომ ახალმა თავმჯდომარემ პარტიის წევრების მოლოდინები ვერ გაამართლა.
