სპეციალისტებმა მდინარე მაგანასა და მესტიაჭალას ხეობები დაათვალიერეს
სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვეტმფრენის საშუალებით. დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე უშუალოდ მდინარის კალაპიტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია- აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
