შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთ გარდაცვლილს მიაკვლიეს. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი. ამ დრომდე ეძებენ ერთ ადამიანს.
