მმართველი გუნდის შეფასება
ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა. ინიციატორი პარტია „ლელოა“. ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. მმართველ გუნდში, კი ოპონენტებს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობა მათი და მათი ლიდერი სააკაშვილის მანკიერი პრაქტიკა იყო, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს.
