მეტელკინა-ბერულავას პირველი ადგილი
სტამბულში დასრულდა ფიგურული სრიალი იუნიორების გრანპრის ეტაპი, სადაც ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა დაიკავა პირველი ადგილი. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი პირველ ადგილზე გავიდა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში. მათ 26 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილოსნებს.
