ქართველი მოჭადრაკეები მსოფლიო პირველობაზე
პოლონეთში ქალ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე, საქართველოს ქალ მოჭადრაკეებმა მეორე პაექრობა ჩინელ მოჭადრაკეებთან ყაიმით დაასრულეს და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის საქართველოსა და ამერიკის გუნდების გარდა, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იბრძვიან. ნახევარფინალში ქართველი მოჭადრაკეები 10 სექტემბერს ამერიკის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან.
