ახალგაზრდული ნაკრების მზადება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 12 სექტემბერს, მოლდოვის 21-წლამდე ნაკრებს შეხვდება. მატჩისთვის მზადება კიშინიოვის ზიმბრუს საწვრთნელი კომპლექსის მოედანზე მიმდინარეობს. რამაზ სვანაძის გუნდმა, გუშინდელი მოსამზადებელი დღე ორჯერადი საწვრთნელი პროცესის ფონზე ჩაატარა. ახალგაზრდული ნაკრები მოლდოვასთან მატჩს დანაკლისით ხვდება, გუნდს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩში მიღებული ტრავმის გამო ბაზელის ნახევარ მცველი, გაბრიელ სიგუა გამოაკლდა.
