პროტესტი ისრაელში
ისრაელში სასამართლო რეფორმის საკითხზე მთავარი გადაწვეტილების მიღებამდე საპროტესტო აქციები გაიმართა. თელ-ავივის ქუჩებში მთავრობის ინიციატივის გასაპროტესტებლად 118 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. აქციები გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. მონაწილეებმა ხელისუფლება სასამართლოს უზურპაციის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.
