უკრაინის კონტრშეტევა
კონტრშეტევისთვის ხელსაყრელი ამინდი უკრაინაში კიდევ თვენახევარს იქნება,- ამბობს ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი გენერალი მარკ მილი. „უკრაინული ძალები წინ მიიწევენ, თუმცა საბრძოლო ფაზის დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდება. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ომი ხანგრძლივი, ნელი და მძიმე იქნებოდა და ასეც ხდება“,- აღნიშნა მილიმ.
