სომხეთი - აზერბაიჯანი
ოფიციალური ერევანი ბაქოს ბრალდებას უარყოფს. საუბარია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, სომხურმა ძალებმა აზერბაიჯანულ პოზიციებს ნახი ჩევანის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კი საპასუხო ზომები მიიღეს. კრიზისული ვითარების ფონზე სომხეთის პრემიერ მინისტრმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის, გერმანიის, ირანისა და საქართველოს ლიდერებთან, ასევე, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მზადაა, სასწრაფოდ გამართოს შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, კი განაცხადა, რომ ბაქოს ერევნიდან ასეთი შეთავაზება არ მიუღია. სააგენტო „როიტერსის“ გადამღები ჯგუფი ბაქოსა და ერევნის მცხოვრებლებს გაესაუბრა. ისინი ერთმანეთს პროვოკაციებში სდებენ ბრალს.
