პირველი თოვლი
ყაზბეგში წელს პირველი თოვლი მოვიდა. სინოპტიკოსების პროგნოზი გამართლდა. მთაში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. კადრები, რომლებიც ყაზბეგიდან სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ. რაც შეეხება გარემოს ეროვნული სააგენტოს, მათი ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია მცირე წვიმა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმა არ არის მოსალოდნელი, თუმცა დღის განმავლობაში იქროლებს ქარი.
