საქართველო 15:35 ავსტრალია
ბორჯღალოსნებმა 2023 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარეს და ანგარიშით 15:35 დამარცხდნენ. თამაში პარიზში გაიმართა. ჩვენი ქვეყნის გუნდი ავსტრალიას, ისტორიაში მეორედ შეხვდა. ლევან მაისაშვილის გუნდს ავსტრალიის გარდა ჯგუფში პორტუგალიის, ფიჯის და უელსის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. შეხვედრას დაესწრო კულტურის სპორტისა და ახლგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი.