დოქტორანტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია
თბილისში დოქტორანტთა ყოველწლიური ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-ზე მეტი დოქტორანტი. მიზანი, კი ისეთი პლატფორმის შექმნაა, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებენ სხვადასხვა დარგში უახლესი კვლევების წარმოდგენას და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას.
