ქართული სტენდი RIGA FOOD 2023-ზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები, თაფლი და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ქართულ სტენდზე ლატვიის პრეზიდენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლეს. მიმდინარე წელს, გამოფენაში 25 ქვეყანა და სასოფლო სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.